დევიდ მაკალისტერი - საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, სანდო და პირობებზე დაფუძნებული
დევიდ მაკალისტერი - საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, სანდო და პირობებზე დაფუძნებული

ევროპარლამენტმა საქართველოს პროდემოკრატიული მოძრაობის მამაც წარმომადგენელს, მზია ამაღლობელს პატივი მიაგო სახაროვის პრემიის მინიჭებით. ფაქტი, რომ ქართველები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, ბევრ რამეზე მეტყველებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.

„ქვეყანა ოდესღაც აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის ლიდერი იყო. კოლეგებმა უკვე აღნიშნეს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ხასიათდება სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიებით და არჩევნების გაყალბებით, ყველას უნდა გვაღელვებდეს“, – აღნიშნა მაკალისტერმა.

ამასთან, მისივე თქმით, „საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ მყარი სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, სანდო და პირობებზე დაფუძნებული“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ოპტიმისტურ პერიოდში შეიქმნა. მან უზრუნველყო დაკავშირებადობა და რეფორმები, ხელი შეუწყო უკრაინისა და მოლდოვის მკაფიო ევროპულ გზაზე დადგომას. თუმცა ცხადია, მას არ აქვს ეფექტიანი ინსტრუმენტები დემოკრატიული უკუსვლის თავიდან ასაცილებლად ან მავნე გავლენაზე რეაგირებისთვის, რასაც, სამწუხაროდ. ახლა ვხედავთ საქართველოში. საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ მყარი სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, სანდო და პირობებზე დაფუძნებული, უპირისპირდებოდეს მათ, ვინც ძირს უთხრის მას და მხარს უჭერდეს დიდებულ ქართველ ხალხს, ვინც ევროპას ირჩევს“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.