დევიდ მაკალისტერი - მივესალმებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ფორმატის ჩამოყალიბებას, ვიმედოვნებ, გაიმართება ტრიოს სამიტი ევროკავშირთან, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას
დევიდ მაკალისტერი - მივესალმებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ფორმატის ჩამოყალიბებას, ვიმედოვნებ, გაიმართება ტრიოს სამიტი ევროკავშირთან, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას

მივესალმებით „ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ფორმატის ჩამოყალიბებას, ვიმედოვნებ, რომ გაიმართება ტრიოს სამიტი ევროკავშირთან, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახორციელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის კოორდინაციას.

ამასთან, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, „ჟან-მონეს დიალოგი“ საქართველოს პარლამენტში დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია და სჯერა,  რომ კოლეგები, რომლებიც მოწოდებული არიან საქართველოს პოზიტიური განვითარებისკენ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტაციას შეძლებენ.

„უპირველეს ყოვლისა, მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ევროპარლამენტში. სამივე ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრიანა ჩვენთვის განსაკურებული ქვეყნებია. ვფიქრობ, კარგია, რომ ეს სამი ქვეყანა ახორციელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის კოორდინაციას. ეს სამი ქვეყანა არის მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ ვხედავთ ძალიან გაურესებულ სიტუაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, გასაკუთრებით, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენ მივესალმებით ამ ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებას. ვიმედოვნებ, რომ გაიმართება ამ ტრიოს სამიტი ევროკავშირთან, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას.

რაც შეეხება საქართველოს, „ჟან-მონეს დიალოგი“ საქართველოს პარლამენტში დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია . ევროპარლამენტს აქვს მოლაპარაკებების გამოცდილება გამოწვევებით სავსე გარემოებებში. ჩვენ გვქონდა „ჟან-მონეს დიალოგი“ უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩვენ პარტიებს შორის დიალოგის ორგანიზებას ვუწევდით სერბეთში. მე მჯერა, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებიც მოწოდებული არიან საქართველოს პოზიტიური განვითარებისკენ, შეძლებენ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტაციას. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, „ჟან-მონეს დიალოგი“ გაიმართება“, – აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.

გარდა ამისა, დევიდ მაკალისტერის განმარტებით, ბელარუსში შექნილი ვითარების გამო გამოწვევების წინაშე დგანან.

„სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანაში, არ უნდა გახდეს დაბრკოლება მათთვის, ვისაც წინსვლა უნდა. სწორედ ამიტომ, მივესალმები, რომ სამი მოწინავე ქვეყანა თავად გაერთიანდა, ჩვენ მოხარულები ვართ, ვიხილოთ პოზიტიური განვითარება უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

მსურს, ასევე, დავამატო, რომ მტკიცედ მჯერა და ვლოცულობ, რომ ბელარუსის მომავალი იქნება უკეთესი და დემოკრატიული, ერთ დღეს ბელარუსის მოსახლეობას ექნება შანსი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგად თავად გადაწყვიტოს, ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.