დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ
დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაში წერია, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა.

„საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული აქტივობების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

„გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემეტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საშუალებით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლამ მოიტანა უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ არ შეუძლიათ სოციალ-ეკონომიკური განვითარებით სარგებლობა, რითაც დანარჩენი ქვეყანა სარგებლობს, ვინაიდან ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის საშინელ შედეგებს განიცდის, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დიალოგისთვის მზაობისა, როგორც ამას მათი ამბიციური „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივა გვიჩვენებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ.

რამდენადაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე ფაქტო კონტროლია, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მიანიჭოს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. შეწყდეს გაშმაგებული „ბორდერიზაციის“ პროცესი, დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა“, – წერია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი