დევიდ ლი - არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა აზიანებს უცხოურ ინვესტიციებს, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მეტი ფული ბიზნესისგან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ჩარევა
დევიდ ლი - არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა აზიანებს უცხოურ ინვესტიციებს, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მეტი ფული ბიზნესისგან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ჩარევა

არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, აზიანებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მეტი ფული ბიზნესისგან, რადგან ბიზნესი იხდის გადასახადებს. მაქვს უფლება, მქონდეს პოლიტიკური მოსაზრება. მე ვარ ინვესტორი საქართველოში, ვიცი, რას ელოდება მოსახლეობა. საქმე ისაა, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ჩარევა, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლიმ განაცხადა.

დევიდ ლის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის კორუფციული და ფაქტობრივად, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ იღებს თანხებს, რათა დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ეს არასწორია და არასწორია, რომ ასოციაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ეუბნებიან ადამიანებს, არ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. არასწორია, როდესაც დამოუკიდებელი ბიზნეს ასოციაციები დაბლოკა ინვესტორთა საბჭომ ისეთი ხალხის მხრიდან, როგორიცაა საერთშორისო სავაჭრო პალატა, რადგან მათ არ სურთ ნეიტრალური ბიზნეს ასოციაცია ინვესტორთა საბჭოში“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

დევიდ ლი ამბობს, რომ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„თუ თქვენი ე.წ. წარმომადგენლები, რომლებიც სხვათაშორის, არ არიან არჩეულები, მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა სრულად კორუმპირებულია, რატომ განახორციელებ ინვესტიციას ასეთ ქვეყანაში. ეს სრული სიცრუეა. ეს პრობლემებს ქმნის და მსურს, ამის შესახებ ვისაუბრო. მე დავტოვე ბიზნეს ასოციაცია მათ დასაცავად. საქართველოსთვის პრობლემაა მუდმივი ჩარევა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოთამაშისგან და კორუფციული არასამთავრობო ორგანიზციებისგან, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. საერთშორისო სავაჭრო პალატა როდესაც ამბობს, არ განახორციელოთ ინვესტიცია, ეს პრობლემაა, რომელიც იწვევს სამუშაო ადგილების და ინვესტიციების დაკარგვას“, – განუცხადა დევიდ ლიმ საქართველოს პირველ არხს.