დევიდ ლემი - არ შეიძლება, ირანი ფლობდეს ბირთვულ იარაღს, მოვუწოდეთ მას, განაგრძონ მოლაპარაკებები აშშ-თან
დევიდ ლემი - არ შეიძლება, ირანი ფლობდეს ბირთვულ იარაღს, მოვუწოდეთ მას, განაგრძონ მოლაპარაკებები აშშ-თან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, არ შეიძლება, ირანი ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ შეიძლება, ირანი ფლობდეს ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა დევიდ ლემმა ჟენევაში ირანსა და ევროპელ პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

როგორც დევიდ ლემმა აღნიშნა, მისი ევროპელი კოლეგები ასევე ემხრობიან ირანთან დისკუსიების გაგრძელებას.

„ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, განაგრძონ მოლაპარაკებები აშშ-თან“, – განაცხადა დევიდ ლემმა.

ამასთან, დევიდ ლემის თქმით, სახიფათო მომენტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი რეგიონულ ესკალაციაში არ გადაიზარდოს.