დევიდ ლემი ჟენევაში ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება
დევიდ ლემი ჟენევაში ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ჟენევაში მიემგზავრება, სადაც ის თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასიც დაესწრება.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა ირანელ და დასავლელ ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც ისრაელმა ერთი კვირის წინ საჰაერო დარტყმები დაიწყო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია, ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შეჩერება მოხდეს.