დევიდ კრამერი - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში სამარცხვინოა, ვიმედოვნებ, შეწყალებული იქნება და უკრაინაში დაბრუნების საშუალება მიეცემა
დევიდ კრამერი - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში სამარცხვინოა, ვიმედოვნებ, შეწყალებული იქნება და უკრაინაში დაბრუნების საშუალება მიეცემა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში სამარცხვინოა, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა ყველას – არა.

„ეს აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში სამარცხვინოა. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას – არა“, – განაცხადა კრამერმა.