დევიდ კრამერი - ამჟამად, სანქციების გარეშე, ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის
დევიდ კრამერი - ამჟამად, სანქციების გარეშე, ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის

ამჟამად, სანქციების გარეშე, ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს.

„არ ვგულისხმობ სანქციებს ქართველი ხალხზე, სახელმწიფოზე. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ კონკრეტულ, მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ სანქციებს ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს არასწორი მიმართულებით მიუძღვებიან. ეს დაიწყება ბატონი ივანიშვილისგან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ აკისრია ოფიციალური როლი მთავრობაში ან პარტიაში, არის ის ადამიანი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს. ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, მათაც უნდა შეეხოთ სანქციები, თუმცა ნამდვილად დავიწყებდი ამ ყველაფერს ივანიშვილით… ჩემთვის ძალიან დიდი გულისტკივილია, როცა ვამბობ, რომ საქართველოში უნდა დავაწესოთ კონკრეტული, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც არ არის მიმართული ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამჟამინდელ სირთულეებზე და მგონი, ეს რიტორიკა და ქცევა გაგრძელდება, თუ არ შემოვიღებთ ამ სანქციებს და შეწყდება მხოლოდ სანქციების დაწესების შემდეგ… ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით. მიზანმიმართული სანქციებით, ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას“, – აღნიშნა კრამერმა.