დევიდ ბექჰემი უეფა-მ დააჯილდოვა
დევიდ ბექჰემი უეფა-მ დააჯილდოვა

ცნობილი ინგლისელი ნახევარმცველი, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი უეფა-ს პრეზიდენტის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.

„უეფა-ს პრეზიდენტის პრიზი გადაეცემა განსაკუთრებული მიღწევებისთვის, პროფესიონალიზმისა და სანიმუშო პირადი თვისებებისთვის. 2018 წლის ლაურეატად მე ავირჩიე ბექჰემი – ფეხბურთის მსოფლიოს ელჩის რანგში მიღწევებისთვისა და ჩვენი სპორტის პოპულარიზაციისთვის”, – აღნიშნა უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა.

როგორც დევიდ ბექჰემმა განაცხადა, უეფა-ს პრეზიდენტის ჯილდოს მიღება დიდი პატივია.

„მთელი კარიერის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვცდილობდი, გუნდური სულისკვეთების პრინციპებისთვის არ მეღალატა”, – განაცხადა დევიდ ბექჰემმა.