დევი ჭანკოტაძე - მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შევუერთდე, ალბათ მალე მიმიღებენ
დევი ჭანკოტაძე - მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შევუერთდე, ალბათ მალე მიმიღებენ

ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში, ალბათ მალე მიმიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, დევი ჭანკოტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„აქ ვიმყოფები სტუმრის სტატუსით. აბსოლუტურად ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პროგრამას და მხარს ვუჭერ.

იმედი მაქვს, გაიმარჯვებენ არჩევნებში და საქართველოს ეყოლება ნამდვილი პატრიოტი, ეროვნული მთავრობა და პარლამენტი. აუცილებლად მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში. ალბათ მალე მიმიღებენ“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.