დევი ჭანკოტაძე - შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა
დევი ჭანკოტაძე - შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს უნდა დაელოდონ.

მისივე თქმით, არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. ამასთან, დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ მისთვის სანდო „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლია.

„უნდა დაველოდოთ, ეს არის ფორმალობა. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და ხვალიდან ქართულ-რუსული ოცნება უნდა წავიდეს. ჩვენთვის სანდო „მთავარი არხის“ ეგზიტპოლებია, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, მე შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა. „ფორმულას“ ეგზიტპოლი არ არის სანდო. მეტსაც გეტვით, რაც „მთავარმა“ თქვა, 41 პროცენტი ქართულ-რუსულ ოცნებას და 33 „ნაციონალურ მოძრაობასო“, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.