დევდორაკის გვირაბში 19-20 ოქტომბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დევდორაკის გვირაბში 19-20 ოქტომბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დევდორაკის გვირაბში მიმდინარე წლის 19 და 20 ოქტომბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, 19 და 20 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 18:00 საათმდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება, რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა დევდორაკის საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით  განხორციელდება.