„დეტროიტის“ დამაჯერებელი გამარჯვება „მაიამისთან“
„დეტროიტის“ დამაჯერებელი გამარჯვება „მაიამისთან“

რამდენიმე წუთის წინ „დეტროიტი“ საკუთარ არენაზე რეგულარული სეზონის მისთვის რიგით მე-13 შეხვედრაში „მაიამის“ დაუპირისპირდა და რიგით მე-10 გამარჯვება საკმაოდ იოლად შეძლო.

პისტონსმა“ „ჰიტი“ დამაჯერებელი ანგარიშით, 112-103 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში შესანიშნავი მატჩი გამართეს ევერი ბრედლიმ და ტობაიას ჰერისმა. ჰერისის ანგარიშზე 25 ქულა და შვიდი მოხსნაა, ბრედლიმ კი 24 ქულა და ექვსი მოხსნა დააგროვა. რეჯი ჯექსონმა 17 ქულა მოუტანა დეტროიდელებს.

მაიამელთა შორის, 20 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა ჰასან ვაიტსაიდმა. გორან დრაგიჩმა პირად აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.

დეტროიტი“ ჯერჯერობით, 10 მოგებითა და სამი მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ „ბოსტონს“ ჩამორჩება.