დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება
დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება

დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელი იოსებ სიგუა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სიგუა კომისიის არც დღევანდელ სხდომას დაესწრება.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, სიგუამ წარმოადგინა სამედიცინო ცნობა.

კომისიის წევრები დღეს მოუსმენენ გამომძიებელ დეტექტივს ირაკლი ფიფიას და ასევე შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შალვა ბედოიძეს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები შეეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ჩატარდა და ხარვეზებს რომელმაც საგამოძიებო მოქმედებებისას გამოიკვეთა.