დერეკ შოლე - აშშ მიესალმება საქართველოს მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას იმ მრავალმხრივი ძალისხმევის, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად
დერეკ შოლე - აშშ მიესალმება საქართველოს მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას იმ მრავალმხრივი ძალისხმევის, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას.

„ვაფასებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას იმ მრავალმხრივი ძალისხმევის, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, – აღნიშნავს დერეკ შოლე.

დატოვე კომენტარი