დეპუტატთა ნაწილი საბაჟო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება 
დეპუტატთა ნაწილი საბაჟო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვა იწყება.

დეპუტატთა ნაწილი დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს.

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ვერ მოასწრეს კოდექსის შესწავლა და მისი დამტკიცება არ უნდა მოხდეს. ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც მიმართა და ჰკითხა, წაიკითხეს თუ არა კანონპროექტი.

საბაჟო კოდექსის განხილვას ეწინააღმდეგება ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძეც.

„საბაჟო კოდექსი არის 2000 გვერდზე მეტი. არავის წაუკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ კოდექსის მისაღებად დაინიშნა რიგგარეშე სესია და დოკუმენტის მიღება ორ დღეში უნდათ“, – აღნიშნა გოცირიძემ.