დეპუტატთა ნაწილი აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმირებული არ იყო 
დეპუტატთა ნაწილი აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმირებული არ იყო 

დეპუტატთა ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შემდეგ ინფორმირებული არ იყო. თავდაპირველად ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ჩვენ, დამოუკიდებელ წევრებს სად უნდა გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ? მოვედი კომიტეტის სხდომაზე და აღმოჩნდა, რომ სესია იყო. დამოუკიდებელ წევრებს არც მივლინებაში გვიშვებთ“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ინფორმაცია პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

„საიტზე შაბათ-კვირას რატომ უნდა შევიდე, ვალდებული ვარ?“ – იკითხა დავით ჭიჭინაძემ.

სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე ბექა ნაცვლიშვილმა, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და სალომე სამადაშვილმაც ისაუბრეს. სამადაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის შესახებ შეტყობინება არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ მიუღია.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, დღევანდელი სხდომისთვის რეგისტრაცია 76-მა დეპუტატმა გაიარა.