დეპუტატმა მოსიიჩუკმა რადასთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, სააკაშვილი თავად დააკავონ
დეპუტატმა მოსიიჩუკმა რადასთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, სააკაშვილი თავად დააკავონ

რადასთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდეს, მიხეილ სააკაშვილი თავად დააკავონ. ასეთი მოწოდება „რადიკალური პარტიის“ დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა გააკეთა.

„მოვუწოდებ კარვებში შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საფუძვლიანად აპროტესტებენ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს, თქვენ იბრძოდით იარაღით ხელში და იცავდით ჩვენს ქვეყენას. დღეს თქვენ ვალდებულები ხართ, დააკავოთ მოღალატე მიხეილ სააკაშვილი და გადასცეთ ის უკრაინულ სპეცსამსახურებს“, – ამის შესახებ მოსიიჩუკი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.