დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს
დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, გუნდს გადაწყვეტილების შესახებ 22 თებერვალს აცნობა.

დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ გასულ წელსაც განაცხადა და აღნიშნული ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას დაუკავშირა. თუმცა, მაშინ  დეპუტატმა გადაწყვეტილება შეცვალა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.