დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია - დაუშვებლად მიმაჩნია, საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეიზღუდოს წირვა-ლოცვებზე დასწრება
დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია - დაუშვებლად მიმაჩნია, საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეიზღუდოს წირვა-ლოცვებზე დასწრება

დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეიზღუდოს წირვა-ლოცვებზე დასწრება, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა, ასეთ დროს ადამიანებისთვის წირვა-ლოცვაზე დასწრებისა და ტაძარში სიარულის აკრძალვა მიუღებელია.

„დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეიზღუდოს წირვა-ლოცვებზე დასწრება. ეს არის წარმოუდგენელი, მით უმეტეს ამ განსაცდელის დროს, ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვებზე დასწრება, ტაძრებში სიარული, და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გამოკეტოთ სახლში. ეს არის დაუშვებელი, რას ეუბნებით ადამიანებს რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ქონდეთ? თუ რა ხდება ვერ გავიგე. გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? წარმოუდგენელია ამის გაკეთება, თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების? არ შეიძლება ამის გაკეთება, უნდა დაფიქრდეთ. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. დაფიქრდით, ყველას მოგიწოდებთ, ამ ფორმით თუ ეს შეეხება შეზღუდვას ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების, არ დაუჭიროთ მხარი. მინდა მოსახლეობას მივმართო, იგრძნობა შიში მოსახლეობაში, არაფერი არ არის საშიში, ამაზე მძიმე განსაცდელები გადაგვიტანია, ყველაფერი იქნება კარგად, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვიფარავს და გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – განაცხადა ერქვანიამ.