საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობას უყარა კენჭი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობას უყარა კენჭი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა, რასაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ნომერი პირველი, გიორგი გახარია კვლავ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

ლევან მგალობლიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.