დეპუტატებმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
დეპუტატებმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები. მათ დაათვალიერეს ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი, რომელსაც ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება. „ფონდ ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა მათ ადგილზე გააცნო პროექტი, ასევე ესაუბრა იქვე ეკლესიის მშენებლობაზე, პარკის მოწყობაზე.

ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ფონდი ქართუ“ ატარებს, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება. სახლში ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ამსახველი მასალები განთავსდება.