დეპუტატები მინდელის შახტში ჩავლენ და მეშახტეების მოთხოვნებს მოისმენენ
დეპუტატები მინდელის შახტში ჩავლენ და მეშახტეების მოთხოვნებს მოისმენენ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და  კომიტეტის წევრი დიმიტრი მხეიძე ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

დეპუტატები მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას ხვდებიან, შემდეგ კი  შახტში, დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე  „საქნახშირის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩავლენ.

პარლამენტის წევრები მეშახტეებს გაესაუბრებიან და მათ მოთხოვნებს მოისმენენ.