დეპუტატები და გურიის მხარის რწმუნებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
დეპუტატები და გურიის მხარის რწმუნებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების წითელმთა-კვირიკეთის, შემოქმედის, ცხემლისხიდის და ბაღდადის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.  ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზეც.

შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა დაასახელა.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები – ილია წულაია, თემურ ჭკუასელი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.