დეპუტატები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ
დეპუტატები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ

დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩოხატაურში მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ სოფლების – ზემო სურების, შუა სურების, დიდივანის და ბუკისციხის მცხოვრებლებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, ასევე მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ამასთან, საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს.

შეხვედრებს პარლამენტის წევრები – გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, გია გაჩეჩილაძე, თემურ ჭკუასელი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი