გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი დენის შრიოდერი, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ დაბრუნდება. გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერმა შემს ჩარანიამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთწლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც კალათბურთელი 2.64 მილიონ დოლარს მიიღებს.
შრიოდერი „ლეიკერსში“ 2020-21 წლების სეზონში თამაშობდა, რის შემდეგაც კალიფორნიულ კლუბს ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ მოელაპარაკა და „ბოსტონში“ გადავიდა. შემდეგ ის „ჰიუსტონში“ გაცვალეს, რომლის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულა და 5.9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
დენის შრიოდერი გერმანიის ნაკრებს ევრობასკეტის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ესპანეთთან წააგო. ევროპის ჩემპიონატზე შრიოდერის საშუალო მაჩვენებლებია – 21.6 ქულა და 7.3 შედეგიანი გადაცემა.