დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერას მხარი დაუჭირა

00:51, 27.02.2025

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერას.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.

„შეთანხმებაში გათვალისწინებულია ჩვენი ვალდებულებები ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. ანუ, არანაირი წინააღმდეგობა და შეუსაბამობა ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან არ წარმოიშობა“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მსგავსი