დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, საერთოდ შეწყვეტოს თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქმიანობა განაგრძეს
დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, საერთოდ შეწყვეტოს თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქმიანობა განაგრძეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, სახელმწიფოს განვითარება ახალ გამოწვევებსა და ომის გამოცდილებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდება.

„დავიწყებთ განაღმვით და ინფრასტრუქტურის აღდგენით. აღდგენა ერთდროულად ყველა ქალაქში დაიწყება. აღდგენის წყაროა რუსეთის ფედერაციის ჩამორთმეული აქტივები, საგარეო დახმარება, სახელმწიფო ბიუჯეტი, „აღდგენის“ ფონდი, რომლის შექმნაზეც ვმუშაობთ, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“, – აღნიშნა შმიგალმა.

შმიგალის განცხადებით, სახელმწიფო განვითარდება იმ ახალი გამოწვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ომმა მოიტანა.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ უცხო ქვეყნების ქალაქების მერების წახალისება, რომ მათ ითანამშრომლონ ჩვენს მერებთან არქიტექტურის, მომავალი განვითარების დაფინანსების საკითხებში“, – აღნიშნა შმიგალმა.

მისივე თქმით, ისინი ცალკე თანამშრომლობის ფორმატებს ჩამოაყალიბებენ ან საერთოდ შეწყვეტენ თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში საქმიანობა არ შეწყვიტეს.