დენის შმიგალი - ზელენსკი მართალია, მშვიდობა გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთლიანი ევროპული კონტინენტის რუსული ოკუპაციისკენ
დენის შმიგალი - ზელენსკი მართალია, მშვიდობა გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთლიანი ევროპული კონტინენტის რუსული ოკუპაციისკენ

ვოლოდიმირ ზელენსკი მართალია, ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთლიანი ევროპული კონტინენტის რუსული ოკუპაციისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შმიგალი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

„პრეზიდენტი ზელენსკი მართალია. მშვიდობა გარანტიების გარეშე შეუძლებელია. ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთლიანი ევროპული კონტინენტის რუსული ოკუპაციისკენ“, – დაწერა შმიგალმა.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.