დენის შმიგალი - უკრაინას სჭირდება „პეტრიოტის“ ტიპის დამატებით 10 სისტემა და იარაღის მიწოდების მკაფიო განრიგი
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 30-ე შეხვედრა გაიმართა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე ინიციატივის განხორციელება.
შმიგალის თქმით, უკრაინას რეგულარული დაფინანსების და იარაღის მიწოდების მკაფიო განრიგი სჭირდება.
როგორც შმიგალმა შეხვედრისას აღნიშნა, უკრაინა ითხოვს ექვს მილიარდ დოლარს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის.
მისივე თქმით, უკრაინა ითხოვს, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა 2026 წლის ბიუჯეტში 60 მილიარდი დოლარი გაითვალისწინონ ევროპისა და უკრაინის დასაცავად.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, უკრაინას სჭირდება „პეტრიოტის“ ტიპის დამატებით 10 სისტემა.
შეხვედრაზე დენის შმიგალმა ისაუბრა სანქციების გაძლიერებაზეც და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რათა რუსეთს ომისთვის ნაკლები რესურსი დარჩეს.