დენის შმიგალი – უკრაინას მომავალ წელს თავდაცვის ხარჯებისთვის, სულ მცირე, 120 მილიარდი დოლარი დასჭირდება, ვმუშაობთ ქვეყნებთან, რათა თანხის ნახევარი მოკავშირეების დახმარებით მოვიზიდოთ
უკრაინას მომავალ წელს თავდაცვის ხარჯებისთვის, სულ მცირე, 120 მილიარდი დოლარი დასჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამარხში წერს.
როგორც შმიგალი აღნიშნავს, ამ საკითხზე უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებთან.
„მომავალ წელს დაგვჭირდება, სულ მცირე, 120 მილიარდი დოლარი თავდაცვაზე. ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა ამ თანხის ნახევარი მოკავშირეების დახმარებით მოვიზიდოთ. უკვე ვაწარმოებთ საგნობრივ მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრებთან“, – წერს დენის შმიგალი.