დენის შმიგალი - უკრაინამ კანადისგან 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული თანხებია
უკრაინამ კანადისგან 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული თანხებია, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი წერს.
„მადლობელი ვარ კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნისა და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ, პარტიორებთან ერთად, ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს თანხა საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს, ასევე, იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა შმიგალმა.
როგორც მედია წერს, დიდმა ბრიტანეთმა პირველად მოამზადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და მისი რეკონსტრუქციისთვის.