დენის შმიგალი - უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში პირველი ტრანში, 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო
დენის შმიგალი - უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში პირველი ტრანში, 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში პირველი ტრანში, 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ გამოვიყენებთ სახსრებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი კირ სტარმერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს „დიდი შვიდეულიდან“ იმ მექანიზმისთვის, რომელიც აიძულებს რუსულ თანხებს, იმუშაონ უკრაინისთვის. იმედი გვაქვს, რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი მომავალში ჩამოერთმევა და გადმოეცემა ჩვენს სახელმწიფოს“, – წერს დენის შმიგალი.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გასულ წელს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემაზე შეათანხმებდნენ. უკრაინა ამ თანხას ფორმალურად სესხის სახით მიიღებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული.