დენის შმიგალი – რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის ეკონომიკის ზარალი ამ ეტაპზე 565 მილიარდ დოლარს შეადგენს

08:21, 16.03.2022

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს, – ეს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებაა, რომელიც მან ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავრობაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი ზარალი ამ ეტაპზე 565 მილიარდი დოლარია“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი