დენის შმიგალი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, არის ლესია უკრაინკა, მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განწირულია წარმატებისთვის
დენის შმიგალი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, არის ლესია უკრაინკა, მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განწირულია წარმატებისთვის

მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განწირულია წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძვირფასო მეგობრებო, უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, არის მწერალი, პოეტი, ქალბატონი ლესია უკრაინკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ-ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებები იქნება რეალიზებული, რაც საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ გავაღმაოთ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განწირულია წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.