დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია
დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შმიგალმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე.

„ეს სისხლიანი ფულია. ამ თანხას ისინი იარაღის შესაძენად იყენებენ, რომლითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავენ.

რუსეთის ბიუჯეტი – ეს ტერორიზმის ბიუჯეტია. არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“,- აღნიშნავს შმიგალი.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების სისასტიკე – გენოციდია.