დენის შმიგალი აცხადებს, რომ 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ევროკავშირისგან პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს 

16:32, 16.01.2023

უკრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის არის აუცილებელი.

როდის განხორციელდება შემდგომი ტრანშები, ამ დროისთვის უცნობია. ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18-მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში მიაღწიეს.

 

მსგავსი