დენის შაპოვალოვი პარიზში მძარცველების მსხვერპლი გახდა
დენის შაპოვალოვი პარიზში მძარცველების მსხვერპლი გახდა

რუსული წარმოშობის კანადელი ჩოგბურთელი დენის შაპოვალოვი პარიზში გაძარცვეს. სპორტსმენი საფრანგეთის დედაქალაქში „როლან გაროსის“ ტურნირზეა ჩასული, რომელიც 26 მაისს იღებს სტარტს.

„კოშმარული რამ გადავიტანე პარიზის სასტუმროში“, – წერს ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში, – „ფოიეში ვიყავი და სარეგისტრაციო ბლანკს ვავსებდი, როდესაც ზურგჩანთა მომპარეს. დაცვამ აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა და არც არავინ დამეხმარა. ნახევარი დღე მხოლოდ იმის გარკვევაში გავიდა, თუ ვინ იყო ქურდი და, რა თქმა უნდა, ვერაფერიც ვერ გაარკვიეს. გარდა ამისა, ჩემი გუნდის წევრებს არ მისცეს ის ნომრები, რომლებიც თავდაპირველად იყო შეთანხმებული. გაწბილებული ვარ“.

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის პირველ ტურში შაპოვალოვი გერმანელ იან-ლენარტ შტრუფს შეხვდება.