დენის როდმანის ქალიშვილი აშშ-ის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„ვაშინგტონ სპირიტისა“ და აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონის დენის როდმანის 19 წლის ქალიშვილი ტრინიტი როდმანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა ეროვნული ქალთა საფეხბურთო ლიგის (NWSL), ისტორიაში, – იტყობინება B/R Football.
როდმანმა კლუბთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასით. ტრინიტი წელიწადში 281 ათას დოლარს მიიღებს, რაც აღემატება აშშ-ის ქალთა ნაკრების ვარსკვლავების ალექს მორგანისა და მეგან რაპინოს ხელფასებს. ისინი წელიწადში 250 ათას დოლარს იღებენ.
ტრინიტი როდმანი „ვაშინგტონ სპირიტში“ 2021 წლიდან თამაშობს. მიმდინარე წელს ფეხბურთელი აშშ-ის ქალთა ნაკრებში გამოიძახეს.