დენიელ ფრიდი - პუტინის მიზანია, საქართველო და უკრაინა მოსკოვს დაქვემდებარებულ სატელიტებად გადააქციოს
დენიელ ფრიდი - პუტინის მიზანია, საქართველო და უკრაინა მოსკოვს დაქვემდებარებულ სატელიტებად გადააქციოს

პუტინის მიზანია, საქართველო და უკრაინა მოსკოვს დაქვემდებარებულ სატელიტებად გადააქციოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინი საუბრობს გარანტიებზე, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ რეალურად საქმე სხვა რამეშია. მას სურს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის განადგურება და მათი გადაქცევა მოსკოვს დაქვემდებარებულ სატელიტებად“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 3 დეკემბერს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.