დენ კოუტსი - 2018 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩასარევად რუსეთი „ვრცელ კამპანიას“ აგრძელებს
დენ კოუტსი - 2018 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩასარევად რუსეთი „ვრცელ კამპანიას“ აგრძელებს

2018 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩასარევად რუსეთი „ვრცელ კამპანიას“ აგრძელებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა. დენ კოუტსის თქმით, რუსული კამპანიის მიზანი აშშ-ის დასუსტება და დაშლაა.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ამერიკულ არჩევნებში ჩარევას როგორც რუსეთის ხელისუფლება, ასევე კერძო პირებიც ცდილობენ. კოუტსის განცხადებით, სადაზვერვო უწყებებს ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ადგილი აქვს ჰაკერული თავდასხმის მცდელობებს.

რუსეთზე საუბრის პარალელურად, დენ კოუტსმა სხვა სახელმწიფოებზეც მიანიშნა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლიც დაინტერესებულია გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა და შესაძლოა, განიხილავდნენ გავლენის მოხდენის შესაძლებლობას”, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა.