დემონსტრანტებმა ვარაზისხევი ჩახერგეს და კვლავ პარლამენტისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართებიან. მათი თქმით, კვლავ პარლამენტთან აპირებენ მისვლას.

როგორც საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კორპუსის ფანჯარაში ქვა ისროლა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დააანონსეს, საღამოს პარლამენტთან კვლავ აქცია იგეგმება.