დემოკრატებმა მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელების მოთხოვნას, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის სანაცვლოდ საზღვრის უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღონ

23:06, 12.01.2024
WASHINGTON, DC - NOVEMBER 14: U.S. Speaker of the House Mike Johnson (R-LA) speaks during a news conference after a weekly Republican conference meetingin the U.S. Capitol Building on November 14, 2023 in Washington, DC. During the news conference House Republican leadership spoke to reporters about a range of topics including the upcoming vote on a continuing resolution to fund the government through early 2024. (Photo by Anna Moneymaker/Getty Images)

დემოკრატებმა მხარი არ დაუჭირეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის მოთხოვნას, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის სანაცვლოდ საზღვრის უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღონ.

ჯონსონის თქმით, რესპუბლიკელები კიევისთვის ყოველგვარი დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ წავლენ, თუ მას არ დაერთვება სასაზღვრო კანონპროექტის ძირითადი დებულებები, მათ შორის, აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, რესპუბლიკელები საზღვრის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით დანებებას არ აპირებენ.

ჯონსონის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ დემოკრატები, რომლებიც მხარს უჭერენ საზღვრის უსაფრთხოების ახალ დაფინანსებას, მაგრამ არა იმ მკაცრ საიმიგრაციო შეზღუდვებს, რომელსაც რესპუბლიკელები ითხოვენ. დემოკრატების განცხადებით, ისინი არასოდეს დაუჭერენ მხარს უკრაინის პაკეტს, რომელიც მოიცავს კედლის მშენებლობას.

„ჩემთვის, ისევე როგორც უმეტესი ჩვენგანისთვის, ეს მიუღებელია“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, ხუან ვარგასმა.

მსგავსი