„დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია კონგრესში წარადგინეს
„დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია კონგრესში წარადგინეს

„დემოკრატებმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია კონგრესში წარადგინეს.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა შესაბამისი რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატაში შეიტანეს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, შეკრიბოს კაბინეტი და პრეზიდენტისთვის უფლებამისოლების შეწყვეტის საკითხი დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატები ტრამპს იმპიჩმენტს ხელახლა წაუყენებენ.

ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშუალებენ. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უსაფუძვლოდ აყენებდა ეჭვქვეშ. აღნიშნული ბრალდება მან 6 იანვარს კაპიტოლიუმთან გამართულ აქციაზეც გაიმეორა.

პროექტში ასევე ნახსენებია, ტრამპის სატალეფონო საუბარი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც ამერიკული მედიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით საჭირო ხმების მოძიებას ითხოვს. აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, 13 იანვარს უყრიან.