დემოკრატები აშშ-ის ფოსტის მაღალჩინოსნების კონგრესში დაკითხვის ინიციატივით გამოდიან
დემოკრატები აშშ-ის ფოსტის მაღალჩინოსნების კონგრესში დაკითხვის ინიციატივით გამოდიან

დემოკრატები აშშ-ის ფოსტის მაღალჩინოსნების კონგრესში დაკითხვის ინიციატივით გამოდიან. ტრამპის ოპონენტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფოსტის დაფინანსება შემცირდა, რის გამოც გზავნილების მიწოდება შეფერხდა.

დემოკრატიული პარტია ამტკიცებს, რომ ფოსტის სერვისის დაფინანსება, ტრამპის პოლიტიკური მიზნების გამო შეამცირეს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ გზით ტრამპი ცდილობს, უარი ათქმევინოს ამომრჩევლებს ფოსტით ხმის მიცემაზე. ამის გამო კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოუწოდა დემოკრატ კონგრესმენებს, ვაშინგტონში დაბრუნდნენ, რომ ამ კვირაში უყარონ კენჭი კანონს, რომლითაც ტრამპს აშშ-ის ფოსტის სერვისში ცვლილებების შეტანას აუკრძალავენ.

პელოსიმ ტრამპს ფოსტის სერვისის საბოტაჟში დასდო ბრალი.

თავად ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა თაღლითობის საფრთხეს აჩენს და ეს 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყანებს.