დემირელის კოლეჯის წარმომადგენელი - საქართველოში არსებული ჩაღლარის სახელობის შვიდი სკოლიდან ოთხი მუშაობს 
დემირელის კოლეჯის წარმომადგენელი - საქართველოში არსებული ჩაღლარის სახელობის შვიდი სკოლიდან ოთხი მუშაობს 

დემირელის კოლეჯის წარმომადგენლის ინფომაციით, საქართველოს მასშტაბით არსებული ჩაღლარის სახელობის შვიდი სკოლიდან, ამჟამად ოთხი მუშაობს.

საფეთ ბაირაქ თუთანის თქმით, თუ აქამდე სკოლებში 60 პედაგოგი მუშაობდა, დახურვის შემდეგ საქართველოში 20-მდე პედაგოგი დარჩა, ნაწილმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი ევროპის ქვეყნებს სთხოვა.

“მოგეხსენებათ სამი სკოლის ავტორიზაცია გაუქმდა და აქ მომუშავე პედაგოგებს პრობლემები შეექმნა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ამიტომ გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა. მათი დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში წავიდა, რომლებმაც თავშესაფარი მისცა. ეს სკოლების დახურვის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ჩაბუქის შემდეგ უფრო გახშირდა. ჩვენი მასწავლებლების მოთხოვნები ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტად გაითვალისწინეს და მისცეს მათ თავშესაფარი“, – ამის შესახებ დემირელის კოლეჯის წარმომადგენელმა, საფეთ ბაირაქ თუთანმა გლდანის ციხესთან ისაუბრა, სადაც უკვე ორი საათია მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ხვდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის კოლეგა იმედოვნებს, რომ 19 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი მათ სასარგებლოდ ჩაივლის და ჩაბუქს თურქეთს არ გადასცემენ, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი 24 თებერვალს, მას გაათავისუფლებენ.