დემიან ლილარდი ტოკიოს ოლიმპიადაზე მეექვსე ნომრით ითამაშებს, დურანტი - მეშვიდეთი #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთი ნაკრების ხელმძღვანელობამ დაადასტურა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საბოლოო შემადგენლობა, აგრეთვე დაასახელა კალათბურთელების სათამაშო ნომრები.
ამერიკის ნაკრების განაცხადი ზაფხულის თამაშებისთვის ასე გამოიყურება:
მცველები – 4. ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), 5. ზაკ ლავინი (ჩიკაგო), 6. დემიან ლილარდი (პორტლენდი), 12. ჯრიუ ჰოლიდეი (მილუოკი), 15. დევინ ბუკერი (ფინიქსი);
ფორვარდები – 7. კევინ დურანტი (ბრუკლინი), 8. კრის მიდლტონი (მილუოკი), 9. ჯერამი გრანტი (დეტროიტი), 10. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), 11. კევინ ლავი (კლივლენდი), 14. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი);
ცენტრი – 13. ბემ ადებაიო (მაიამი).
10-18 ივლისს, აშშ-ის ნაკრები საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებს ავსტრალიასთან (ორჯერ), არგენტინასთან, ესპანეთთან და ნიგერიასთან.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი 25 ივლისს დაიწყება.