დემჩენკოს რუსი კოლეგები არ დაკავშირებიან - ტიმოშჩუკმა, რომელიც უკრაინელების ხატი იყო, სულში ჩაგვაფურთხა #1TVSPORT
დემჩენკოს რუსი კოლეგები არ დაკავშირებიან - ტიმოშჩუკმა, რომელიც უკრაინელების ხატი იყო, სულში ჩაგვაფურთხა #1TVSPORT

დაუკავშირდნენ თუ არა რუსი მეგობრები და კოლეგები ანდრეი დემჩენკოს? გორის „დილას“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ დუმილმა გააოცა, განსაკუთრებით კი უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ანატოლი ტიმოშჩუკის გაუგებარმა პოზიციამ.

„14-დან 17 წლამდე რუსულ კლუბში, მოსკოვის ცსკა-ში ვთამაშობდი. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია. პეტერბურგის „ზენიტს“ ჩემი გუნდელი სერგეი სემაკი წვრთნის. ის უკრაინიდან, ლუგანსკიდანაა. ახალგაზრდობაში, 14-15 წლის ასაკში წავიდა და „ასმარალში“ თამაშობდა, მე კი ცსკა-ში. ახლა ის რუსეთის მოქალაქეა. ახლოს ვიცნობ ხოხლოვს, რადიმოვსინსტაგრამსა და ფეიქსბუკზე მათ პოზიციას ვერ ვხედავ. ადრე ხშირად ვრეკავდით ერთმანეთთან, ახლა არანაირი კონტაქტები აღარ მაქვს და არ ვიცი, რა პოზიცია აქვთ და რას ფიქრობენ.

– უკრაინის ნაკრებს შოტლანდიასთან პლეი ოფის მატჩი აქვს და ძალიან რთული ვითარებაა. უკრაინაში მოთამაშეები ფეხბურთის გარეშე არიან დარჩენილები და არც ვიცი, ფორმაში ყოფნას როგორ მოახერხებენ. არ ვიცი, მწვრთნელები ამ ამოცანას როგორ გადაჭრიან. თანაც, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს უცხოეთში გასვლის უფლება არ აქვთ.

– რატომ დუმს ანატოლი ტიმოშჩუკი? ეს ჩემთვისაც ამოცანაა. ჩვენ გვახსოვს ნამდვილი პატრიოტი, რომელიც თვალის ქვეშ უკრაინის დროშას იხატავდა, ჰიმნს გულით მღეროდა, მაგრამ ჩვენს ხალხს უბედურება რომ დაატყდა, მაშინ იყო საჭირო მისი მხარდაჭერა. თან მიმაჩნია, რომ ტოლია არ არის ღარიბი ადამიანი. მას შეუძლია გაუჭირვებლად დახიოს „ზენიტთან“ კონტრაქტი – ის, რაც გააკეთა რაკიცკიმ და ბევრმა სხვა უკრაინელმა ფეხბურთელმა. ამიტომ მისი საქციელი ჩემთვის გამოცანაა. ის ჩვენი ხატი იყო, ახლა კი სულში ჩაგვაფურთხა“.