დემბელეს პირველი და მესის მე-100 გოლი - „ბარსელონა" მეოთხედფინალშია
დემბელეს პირველი და მესის მე-100 გოლი - „ბარსელონა" მეოთხედფინალშია

​ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა. კატალონურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე დაჯაბნა ინგლისის ჩემპიონი “ჩელსი” და 3:0 გაანადგურა მეტოქე. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლონდონში 1:1 დასრულდა.

“ბარსელონას” სამივე გოლს “ჩელსის” კარში რაღაც ისტორია ახლდა თან. პირველი გოლი ლიონელ მესიმ დაწყებიდან ორ წუთსა და რვა წამში გაიტანა. არგენტინელს არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე, ასე სწრაფად გოლი არ გაუტანია.

მეორე გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა – ეს ფრანგის სადებიუტო გოლია “ბარსელონას” შემადგენლობაში.

მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა მესიმ. მისთვის ეს იყო მე-100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი:
“რეალი”
“ბარსელონა”
“სევილია”
“მანჩესტერ სიტი”
“ლივერპული”
“იუვენტუსი”
“რომა”
“ბაიერნი”
მეოთხედფინალის წილისყრა 16 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.