„დელტამ“ ინდონეზიაში ორი ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გაგზავნა
„დელტამ“ ინდონეზიაში ორი ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გაგზავნა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა „დელტა“ ინდონეზიის რესპუბლიკაში ორი ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-ის სპეციალური მოდიფიკაცია BISONI გაგზავნა.

„დელტას“ ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ჯავშანმანქანა დიდგორის დაჯავშნულ სამედიცინო მოდიფიკაციას, რომლის დანიშნულებაც ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანაა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „დელტას“ შესაბამისი სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე გასატანად.